რა არის ინტელექტი? ღვთაებრივი, თუ ხარისხობრივი კატეგორია? ამოცანის დასმა, თუ ამოხსნა? შეიძლება თუ არა ინტელექტი აისახოს ციფრებში?
ყოველი გონებრივი სამუშაო ინტელექტუალურია, შემოქმედებითი -- მაღალინტელექტუალური. მედიცინამ გაათვითცნობიერა ადამიანის ტვინის ფუნქციონირების ის სეგმენტი,რომლითაც ინახება და ხარისხდება ინფორმაცია. მაგრამ ვერ ახსნა, როგორ იქმნება მასში სიახლე, საიდან წარმოიშობა ინფორმაცია თავის ტვინში იმის შესახებ, რაც მასში არასოდეს ყოფილა.
კაცობრიობამ შექმნა კომპიუტერი, რომელიც ადამიანის თავის ტვინზე უკეთესად იმახსოვრებს და ახარისხებს ინფორმაციას, მაგრამ ის ვერ წერს ღირებულ მუსიკას, ლექსს... მას არ შეუძლია შექმნას ახალი ტექნოლოგიები.
ხელოვნური ინტელექტის შექმნა, ალბათ, ყველაზე დიდი ამოცანაა, რომელიც კი ცივილიზაციის წინაშე მდგარა, საშიშიც კი, რადგან გარკვეულ ასპექტში ეს ღმერთის ტერიტორიაზე გადასვლას ნიშნავს.
მეცნიერების მთელი ისტორია ცეცხლთან თამაშია. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ თავისუფალი ჭადრაკი გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხელოვნური ინტელექტის კვლევის საქმეში.
|