ისტორია  

 

    თავისუფალი ჭადრაკის ავტორია გელა გურასპაშვილი. 1979 წელს მან მიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას თხოვნით, გაცნობოდნენ ჭადრაკის წესებს და გამოეთქვათ თავიანთი აზრი იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც კომპიუტერი უქმნიდა ჭადრაკს. დასკვნა,რომელსაც ოთხი მოჭადრაკე აწერდა ხელს მკვეთრად უარყოფითი იყო. მოჭადრაკეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ 100 წლის განმავლობაში ჭადრაკს საფრთხე არ შეექმნებოდა.
    1991 წლის გაზაფხულზე, გაიმართა პირველი ტურნირი თავისუფალ ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობდნენ დიდოსტატები: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ზურაბ აზმაიფარაშვილი, გენადი ზაიჩიკი, ლაშა ჯანჯღავა და სხვები. ტურნირი 9,5 ქულით ზურაბ აზმაიფარაშვილმა მოიგო.
    1995 წელს გამართულ ტურნირში, რომელშიც ბუხუტი გურგენიძეც მონაწილეობდა გამარჯვება, ლაშა ჯანჯღავამ მოიპოვა. მას შემდეგ, კიდევ გაიმართა რამოდენიმე ტურნირი რომელშიც მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა ცნობილმა ქართველმა მოჭადრაკემ.
    პირველებმა თავისუფალი ჭადრაკის მხარდაჭერა გამოხატეს საერთაშორისო დიდოსტატებმა: ნანა ალექსანდრიამ და ლაშა ჯანჯღავამ. ხოლო ამ თამაშის პროპაგანდის საქმეში ფასდაუდებელი წვრილი შეიტანა ცნობილმა საჭადრაკო მოღვაწემ თენგიზ გიორგაძემ.
    2005 წლის 27 თებერვალს, ფიდეს დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მოსმენილი იქნა საკითხი თავისუფალი ჭადრაკის შესახებ.

 

F r e e c h e s s 55 @ yahoo.com