თავისუფალი ჭადრაკი  

 

    თავისუფალი ჭადრაკი კლასიკური ჭადრაკის განზოგადებულ ფორმას წარმოადგენს. მათემატიკური თვალსაზრისით, თუ წარმოვიდგენთ, რომ კლასიკური ჭადრაკის ფორმულაა 2х2=4, ფიშერის ჭადრაკისა იქნება 3х3=9, ხოლო თავისუფალი ჭადრაკისა კი aхb=c.
    თავისუფალ ჭადრაკში სვლათა ალბათობა 1 -ით უფრო მეტია, ვიდრე კლასიკურსა და ფიშერის ჭადრაკში, რაც მის კონკურენტუნარიანობას ხარისხობრივად ამაღლებს კომპიუტერთან ბრძოლაში.
    საქართველოში ჩატარებულმა ტურნირებმა თავისუფალ ჭადრაკში აჩვენა, რომ 250 გამართული პარტიიდან, არცერთში ორი ერთმანეთის მსგავსი პოზიცია არ გვხვდება. ყაიმებით დასრულდა პარტიათა მხოლოდ 7 %.
    ცარიელ დაფაზე ფიგურების განლაგება ურთულესი შემოქმედებითი პროცესია, იგი სერიოზულ ანალიზსა და ძალის კონცენტრაციას საჭიროებს.
    ყველაზე მძლავრ კომპიუტერებს შეუძლიათ სამი წუთის მონაკვეთში დათვალონ საჭადრაკო დაფაზე მომდევნო 6,5 სვლის ყველა ვარიანტი, რისთვისაც 400 მილიარდი ოპერაციაა საჭირო. იგივე 6,5 სვლის გარანტირებულ დათვლას ,,თავისუფალი ჭადრაკის” შემთხვევაში, როდესაც ფიგურები დაფაზე არ იმყოფებიან 4×10¹¹ ნაცვლად იმავე 180 წამში უნდა უზრუნველყოს 1 ოპერაციის შესრულება. რაზე მეტყველებს ამ ალბათობების ასტრონომიული სხვაობა? ნიშნავს ეს ყოველივე, რომ დღევანდელი კომპიუტერები ვერ ითამაშებენ უმაღლეს დონეზე თავისუფალ ჭადრაკს?
    ამოცანა, რომელიც ,,თავისუფალი ჭადრაკის” წინაშეა დასმული ცალსახაა- მოჭადრაკესთან ბრძოლაში არ მიიღოს კომპიუტერმა გარანტირებული უპირატესობა. თავისუფალ ჭადრაკს ამ ამოცანის გადაწყვეტა შეეძლება მანამ, სანამ კაცობრიობა არ გადაწყვეტს ხელოვნური ინტელექტის შექმნის პრობლემას.  
    თავისუფალმა ჭადრაკმა შეინარჩუნა ყველა ის ღირსება, რაც ჭადრაკს გააჩნია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ის ჭეშმარიტების დამადგენელ თამაშად დარჩა, რაც მოწინააღმდეგისათვის იდენტურ პირობებს ითვალისწინებს.

    ყველა აქამდე ცნობილი ჭადრაკის ნაირსახეობა თავისუფალი ჭადრაკის კერძო შემთხვევაა.

 

F r e e c h e s s 55 @ yahoo.com