mixeil tali dafasTan gela guraspaSvili
მილიონობით ადამიანი არღვევს საზღვრებს, კანონებს, დოგმებსაც კი, თუმცა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ყოველთვის პრობლემებით არის სავსე. მხოლოდ იშვიათი გამონაკლისები ახერხებენ ქაოსის ოკეანის გაღმა გაცურვას და ნაპირზე ასვლას, სწორედ ისინი, ბედის რჩეულები, ამყარებენ ახალ წესრიგს და უზრუნველყოფენ პროგრესს.
მაშინაც კი, როდესაც უკეთესი შეთავაზება შეგვიძლია, მარადიული ღირებულების შეხებაც კი დანაშაულის ასოციაციას იწვევს.
პროგრესისი გზა ეკლიანია, ამის კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს ფიშერის ჭადრაკიც. ისეთმა უპირობო ავტორიტეტმა, როგორიც ჭადრაკში ფიშერი გახლდათ, ვერ მოახერხა გაერღვია კონსერვატიზმი და საჭადრაკო იდუსტრიის ლაბირინთი.
ჭადრაკის პრობლემების და გადარჩენის თაობაზე რობერტ ფიშერის გარდა აზრს გამოთქვამდნენ: დევიდ ბრონშტეინი, მიხეილ ბოტვინიკი, მიხეილ ტალი, ანატოლი კარპოვი, გარი კასპაროვი, ტიგრან პეტროსიანი, არპად ელო, ბენტ ლარსენი, ბორის სპასკი, ვიქტორ კარჩნოი, ვიში ანანდი, მარკ ტაიმანოვი,ვლადიმერ კრამნიკი,იუდიტ პოლგარი, მაკს ეივე, პაულ კერესი, ემანულ ლასკერი, ხოსე კაპაბლანკა და მრავალი სხვა ჭადრაკის სამყაროს ცნობილი წარმომადგენლები. იყო მრავალი ექსპერიმენტული ტურნირები.
ჭადრაკის ესტაფეტა შეიძლება ჩაიბაროს ისეთმა თამაშმა რომელიც ბრძოლისუნარიანი იქნება კომპიუტერულ ძალადობასთან გრძელვადიან მარათონში, ამას კი მხოლოდ ჭადრაკის ხარისხობრივი გართულება უზრუნველყოფს.
ვერც პიროვნებების ავტორიტეტი და ვერც ფინანსები არასიცოცხლისუნარიან იდეას სულს ვერ ჩაბერავს. მისი გამარჯვების განმსაზღვრელი პირობა მის ჭეშმარიტებაშია, რომელიც მისმა ავტორმა უნდა დაასაბუთოს.
ამ საიტის შექმნის მიზანიც სწორედ ეს არის - წარვუდგინოთ მსოფლიოს ,,თავისუფალი ჭადრაკი’’.
|